მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჰაკერებმა მილიონობით ამერიკელის პერსონალურ მონაცემზე წვდომა მიიღეს

© photo: Sputnik / Alexandr Kriazhev / გადასვლა მედიაბანკშიკომპიუტერი
კომპიუტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფორმაციის გაჟონვის შედეგად, ჰაკერებმა 4 მილიონზე მეტი ამერიკელის მონაცემზე მიიღეს წვდომა. მსხვერპლთა შორის შესაძლებელი იყო აღმოჩენილიყვნენ მოქმედი და ყოფილი ფედერალური მაღალჩინოსნები.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. 4 მილიონზე მეტი ამერიკელის პერსონალური ინფორმაცია მიიღეს ჰაკერებმა, იუწყება აშშ–ს ადმინისტრაციის გეგმიურ–ადმინისტრაციული სამმართველო (OPM). ამის შესახებს ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

სამმართველოს განცხადებით, ინფორმაციის გაჟონვა 2015 წლის აპრილში დარეგისტრირდა. „ინციდენტის შედეგად OPM დაახლოებით 4 მილიონი ადამიანიდან იმას გაუგზავნის შეტყობინებას, ვის პირად ინფორმაციასაც შეეხებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყველა დაზარალებულს სთავაზობენ ყურადღება მიაქციონ საკუთარ საბანკო ანგარიშებსა და საკრედიტო ისტორიებს. გარდა ამისა, ზარალის ასანაზღაურებლად ОРМ  დაზარალებულებს გადასცემს საკრედიტო მონიტორინგის მონაცემებსა და პირადი ინფორმაციის მოპარვის შემთხვევაში თითოეულ დაზარალებულს უზრუნველჰყოფს 18 თვიანი 1 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხის დაზღვევით.

ჰაკერების მსხვერპლთა შორის შესაძლებელი იყო აღმოჩენილიყვნენ მოქმედი და ყოფილი ფედერალური მაღალჩინოსნები. აშშ–ს ყველა ფედერალურ დაწესებულებაში 4 მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომლებსაც სამსახურში ქირაობს და მათ ინფორმაციას ინახავს გეგმიურ–ადმინისტრაციული სამმართველო. ამ დროისათვის გამოძიება გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და FBI-ს მონაწილეობით, კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად მიღებულია ყველა ზომა, ირწმუნება OPM.

 


ყველა ახალი ამბავი
0