სააკაშვილის ადვოკატი: ივანიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ემუქრება

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ქადაგიძე „ ქართუ ბანკის“ მიმართ უკანონო ქმედებებში მონაწილეობდა. გუშინ ყოფილმა პრემიერმა და ”ქართული ოცნების” დამფუძნებელმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა თავის დროზე სთხოვეს, ეპატიებინა ქადაგიძისთვის და არ დაეპატიმრებინა იგი.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს ემუქრება.

ივანიშვილი თვლის, რომ ქადაგიძე „ქართუ ბანკის“ მიმართ უკანონო ქმედებებში მონაწილეობდა. გუშინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ”ქართული ოცნების” დამფუძნებელმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა თავის დროზე სთხოვეს, ეპატიებინა ქადაგიძისთვის და არ დაეპატიმრებინა იგი.

”1. (ივანიშვილმა) პროკურატურაში საქმის მსვლელობა შეაჩერა — მაშინ, როდესაც დაზარალებულს ამგვარი უფლება არა აქვს, ეს პროკურორის დისკრეციაა.

2. საერთაშორისო ორგანიზაციებს ხვდება და ჩვენც ღიად გვესაუბრება, როგორც ქვეყნის მმართველი.

3. პრივატიზებული პროკურატურით ემუქრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

P.S. ცუდად დაამთავრებს ეს კაცი”, — წერს კახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

გიორგი ქადაგიძე საქართველოს ეროვნულ ბანკს 2009 წლიდან ხელმძღვანელობს. კოალიცია ”ქართული ოცნება” ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა.

2012 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში საქართველოს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოიძია "ქართუ ბანკის" გაკოტრების ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. გეგმა იმჟამად ოპოზიციაში მყოფი ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორებას ისახავდა მიზნად.

გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი სქემა რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა — ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პირველ ეტაპზე შეიმუშავეს და შემდეგ პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფოს უფლება ეძლეოდა აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული. დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ იმ ბიზნესმენებს, რომლებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ "ქართუ ბანკში", უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება. ამის შემდეგ, იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა. შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასებში გაყიდდა სხვა კომპანიებზე, რომლებსაც სინამდვილეში აკონტროლებდნენ ამავე ქონების ყოფილი მეპატრონეები. ამ გზით, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით, უუქმდებოდათ "ქართუ ბანკის" საკრედიტო დავალიანება, რომლის უზრუნველყოფას სწორედ იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენდა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0