პოლიციამ მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებული დააკავა

© фото - public domainდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. მასმედიის ინფორმაციით, დაზარალებული გოგონა 10 წლისაა.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თბილისში პოლიციამ არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული დააკავა, იუწყება პარასკევს, 5 ივნისს საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური.

მასმედიის ინფორმაციით, დაზარალებული 10 წლისაა.

”გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 31 მაისს ზესტაფონის რაიონის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი თანასოფლელი გოგონა გააუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა პეტრე ფ. თბილისში დააკავეს”, — აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ 1973 წელს დაბადებული პეტრე ფ. წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით — 14 წლამდე ასაკის პირის გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0