თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ს ჩირაღდანი 4 ივლისს, ხუთშაბათს, გარდაბნიდან რუსთავში ჩავიდა. ოლიმპიური ჩირაღდნის დღევანდელ ესტაპეტაში ახალგაზრდა სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. მათ შორის: ნინო მემეშიში — საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების წევრი, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული; ალექსანდრე კილაძე — საქართველოს სამგზის ჩემპიონი ჭიდაობაში; მიხეილ ჭოჭუა — საქართველოს კალათბურთის ნაკრების მოთამაშე; ლაშა გურული — ბოქსში ეროვნული პირველობის ორგზის გამარჯვებული, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორი; ავთო ტაბატაძე — საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში, რუსეთში საერტაშორისო ტურნირის გამარჯვებული.
პარასკევს, 5 ივნისს, ოლიმპიური ცეცხლი საგარეჯოში წავა.
სულ ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში რომელიც მთელი საქართველოს 67 ქალაქსა და ყველა რაიონს მოივლის, 700 მეჩირაღდნე მიიღებს მონაწილეობას.
ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი „თბილისი 2015“ ოფიციალურად 26 ივლისს გაიხსნება და 1 აგვისტომდე გასტანს. მასში 50 ქვეყნის 4000 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა შესული — ძიუდო, ცურვა, ჩოგბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, ველოსპორტი, ტანვარჯიში, კალათბურთი და მძლეოსნობა.