აღმოსავლეთ საქართველოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

© photo: Sputnik / фото - Александр Имедашвили, NEWSGEORGIAმდინარე
მდინარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტიქიის შედეგად დუშეთის რაიონში დაიტბორა გზები და განადგურდა მოსვლის ნაწილი. ყველაზე მეტად სოფლები - საკრამული, ბაგა და მლაშე დაზარალდნენ.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. დუშეთის რაიონის ადმინისტრაცია 3 ივნისის ღამეს ძლიერი ქარისა და თავსხმა წვიმისგან მიყენებულ ზარალს ითვლის.

 სტიქიის შედეგად დუშეთის რაიონში დაიტბორა გზები და განადგურდა მოსავლის ნაწილი. ყველაზე მეტად სოფლები — საკრამული, ბაგა და მლაშე დაზარალდნენ. მლაშე გარკვეული დროის განმავლობაში გარესამყაროს იყო მოწყვეტილი.

 „წუხელ გადაკეტილი იყო ცენტრალური, ბაგიჭალა-ბაზალეთის დამაკავშირებელი გზა. მთელი დღის განმავლობაში ვიმუშავეთ და გზა გახსნილია. ასევე გადაიკეტა სოფელ მლაშესკენ მიმავალი გზა. ტექნიკა ამ წუთებშიც აგრძელებას მუშაობას“, — განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის უფროსმა ვაჟა ჩოხელმა.

 გრძელდება სამუშაოები დუშეთის რაიონის რიგი სოფლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენისთვის. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ელექტროენერგიის გარეშე თითქმის 5 ათასი აბონენტი დარჩა, მაგრამ დღის მეორე ნახევრისთვის მათი რაოდენობა 1,2 ათასამდე შემცირდა.

 „სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, პარალელურად მიმდინარეობს ჩართვაც (აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა)… დღეს შევიკრიბებით და ხვალისთვის ზარალის შესახებ უფრო ზუსტი მონაცემები გვექნება“, — აღნიშნა ჩოხელმა.

ყველა ახალი ამბავი
0