თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ექს-პეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტყუილში დაადანაშაულა და აღნიშნა რომ მისი ხარჯების 90% საზოგადოებისთვის გაწეული ხარჯებია.
სამშაბათს სააკაშვილმა ივანიშვილი სახელმშიფო სახსრების მის კუთვნილ „ქართუ ბანკში“ გადატანაში დაადანაშაულა და რომ ეხლა ეს ბანკი მდიდრდება, ქვეყანა კი ღარიბდება. ამასთან სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილმა „ქვეყნის პრივატიზება მოახდინა“ და მას საკუთარი ქონებასავით განკარგავს.
"მე რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჩემი ხარჯების 90% არის საზოგადოებისთვის გაწეული ხარჯები, ასევე მაქვს ნათქვამი დანარჩენ ქონებაზე. სააკაშვილის განცხადებები არასერიოზულია. თითქოს "ქართუ ბანკში" გადავიდა სახელმწიფო ანგარიშები, რომ დაახლოებით იმდენივე ფული ვიშოვე პრივატიზაციიდან. ეს იმდენად არასერიოზულია, რომ მე მგონი, გამეორებაც სასაცილოა. იგი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას.“ — განაცხადა ივანიშვილმა.
2012 დეკემბრის შუა რიცხვებში, უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში, შსს-მ განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაში ყოფნისას, მასთან ანგარიშსწორების მიზნით, „ქართუ ბანკის“ გაკოტრების დანაშაულებრივი სქემის გახსნის შესახებ, რომელშიც მაღალი თანამდებობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.
ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წლის ნოემბერში საპარლამენტო უმრავლესობითა და ახალი მთავრობით მოვიდა. ერთი წლის შემდეგ კოალიციის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გახდა, მიხეილ სააკაშვილმა კი ქვეყანა დატოვა. 2014 წელს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამარჯვებით, თავისი პოზიციები გაამყარა.