ივანიშვილი სააკაშვილს გაკოტრებულ პოლიტიკოსად თვლის

© Sputnik / STRINGERბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააკაშვილმა მიაღწია ეტალონს და თავისი განცხადებებით და ქმედებებით იქამდე მივიდა, რომ ნათელაშვილსაც კი გადააჭარბა, განაცხადა ივანიშვილმა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის ექს-პრეზიდენტს მიხელი სააკაშვილს გაკოტრებული პოლიტიკოსი უწოდა. 

 უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ 30 მაისს სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დატოვა. საქართველოს მთავარმა პროკურაყურამ მას დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში და შიდასახელმწოფოებრივ ძებნაში გამოაცხადა.

 „სააკაშვილი არის გაკოტრებული პოლიტიკოსი. აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელთაც არანაირი საფუძველი აღარ აქვს. აღარც ვკითხულობ მის გამოსვლებს. მან მიაღწია ეტალონს და გადააჭარბა ნათელაშვილს. მე მგონი, ამ დონეზე დავიდა საკუთარი განცხადებებითა და ქმედებებით,"- განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ხუთშაბათს, 4 ივნისს.

 სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის კომენტირებისას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ სიტუაციაში საინტერესოა „როგორ მოიქცევა იუსტიციის სამინისტრო, სხვა ორგანოები, რომელთაც ამის უფლებამოსილება გააჩნიათ“.

 საქართველოს კანონმდებლობა სხვა ქვეყნის პასპორტის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის გაუქმებას ითვალისწინებს, მაგრამ ამისათვის, მაინც აუცილებელია იუსტიციის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება. 

 მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილი იურიდიულ პასუხისგებაში მიეცემა, მისი ფული კი ქართველ ხალხს დაუბრუნდება. 

ყველა ახალი ამბავი
0