რაზუმოვსკი: რუსეთში ჩვილს უნიკალური ოპერაცია გაუკეთეს

© photo: Sputnik / Aleksey Smirnov / გადასვლა მედიაბანკშიკარდიოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი
კარდიოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოველმა ქირურგებმა ახალდაბადებულს, რომელსაც საყლაპავსა და ტრაქეას შორის კედელი არ ჰქონდა, დროებით „გაუთიშეს“ფილტვები და ოპერაცია გაუკეთეს. ოპერაცია ფილატოვის სახელობის ბავშვთა საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს სპეციალისტებმა ჩაატარეს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. მოსკოველმა ქირურგებმა ახალდაბადებულ, 2,5 კილოგრამიან  ჩვილს, რომელსაც საყლაპავსა და ტრაქეას შორის კედელი არ ჰქონდა, დროებით „გაუთიშეს“ ფილტვები და ოპერაცია გაუკეთეს. ახალდაბადებული ჩვილი არის რუსეთში პირველი, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ბავშვი, რომელიც მსგავსი ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელდა, განაცხადა მოსკოვის ბავშვთა მთავარმა ქირურგმა ალექსანდრ რაზუმოვსკიმ რუსული საიფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ოპერაცია ფილატოვის სახელობის ბავშვთა საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს სპეციალისტებმა ჩაატარეს. ბავშვი ტრაქეა-საყლაპავის დეფექტით დაიბადა – მას ტრაქეასა და საყლაპავ მილს შორის კედელი არ ჰქონდა, განმარტა რაზუმოვსკიმ და აღნიშნა, რომ ამ მანკის კორექცია ძალზე რთული საქმეა. 

 „ახალდაბადებულს ჩაუტარდა ძალზე რთული ოპერაცია ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის პირობებში. ჩვილს გარკვეული დროით, სანამ ოპერაციას ვუკეთებდით, ფილტვები „გავუთიშეთ“. აორტასა და წინაგულში მილი შევუყვანეთ და ასე ჩავანაცვლეთ გარკვეული დროით ფილტვები, ანუ სისხლიდან, რომელიც ორგანიზმის გარეთ გამოვიტანეთ, გამოიდენებოდა ნახშიროჟანგი და მდიდრდებოდა ჟანგბადით. ეს გულის გაჩერების გარეშე სისხლის ხელოვნურ მიმოქცევას ჰგავს“, – თქვა რაზუმოვსკიმ.

როგორც მოსკოვის  ბავშვთა მთავარი ქირურგი ვარაუდობს, ეს რუსეთში პირველი ბავშვია, რომელიც მსგავსი ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელების გზას ადგას.

 „ეს ოპერაცია პირველი არ არის, მაგრამ 2,5 კილოგრამიან ჩვილს კი პირველად გავუკეთეთ. ოპერაციამ დიდებულად ჩაიარა, უბრალოდ, ბრწყინვალედ. ეს მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი პირველია მსგავს ოპერაციათა შორის. რუსეთში ქირურგია ამჟამად ძალზე მაღალ დონეზეა“, — დაასკვნა მან.


ყველა ახალი ამბავი
0