ფოლკლორის ფესტივალი კახეთში გაიხსნება

© photo: Sputnik / M. Yurchenko / გადასვლა მედიაბანკშითელავი
თელავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცერტი თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართული ანსამბლები: ”საქართველოს ნაციონალური ბალეტი - სუხიშვილები”, ”რუსთავი”, ”ერისიონი”, ”ბასიანი”, ”წინანდალი”, ასევე პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ”საქართველოს ეროვნული ფოლკლორის ფესტივალი — 2015-2016” თელავში ხუთშაბათს, 4 ივნისს საზეიმოდ გაიხსნება, იუწყება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

 კონცერტი თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართული ანსამბლები: ”საქართველოს ნაციონალური ბალეტი — სუხიშვილები”, ”რუსთავი”, ”ერისიონი”, ”ბასიანი”, ”წინანდალი”, ასევე პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე.

 ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება რეგიონული შესარჩევი (2015 წელს) და დასკვნითი (2016 წელს) ტურები.

 პირველი ტური თელავში 5-7 ივნისს ჩატარდება, ზუგდიდში — 14-17 ივნისს, ამბროლაურში — 30 ივნისს — 2 ივლისს, ახალციხეში — 8-10 ივლისს, დუშეთში — 13-15 ივლისს.

 ფესტივალის მონაწილეთა რეგისტრაცია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.

 ფესტივალს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრი მართავს.

ყველა ახალი ამბავი
0