მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლავროვი კიევს მინსკის შეთანხმების ჩაშლაში ადანაშაულებს

გამოწერა
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის კონფერენციაზე, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებას ეძღვნებოდა, კომენტარი გააკეთა უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და განმარტა, თუ რატომ „ემუქრება მუდმივად მინსკის შეთანხმებას ჩაშლის საფრთხე“.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის კონფერენციაზე, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებას ეძღვნებოდა, კომენტარი გააკეთა უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და განმარტა, თუ რატომ „ემუქრება მუდმივად მინსკის შეთანხმებას ჩაშლის საფრთხე“.

ლავროვმა აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმება ჩაშლის საფრთხის წინაშე მუდმივად კიევის ქმედებების გამო დგას, რომელიც უგულებელყოფს საკუთარ ვალდებულებებს.

„სამწუხაროდ, მთელი ხალხების ბედის ცალმხრივი გეოპოლიტიკური ჩანაფიქრებისთვის დაქვემდებარების ხაზმა უკრაინა მძიმე შიდა კრიზისამდე მიიყვანა. 12 თებერვლის მინსკის შეთანხმება მუდმივად დგას ჩაშლის საფრთხის წინაშე კიევის ხელისუფლების ქმედებების გამო, რომელიც ცდილობს თავი აარიდოს დონბასთან პირდაპირი დიალოგის დამყარების ვალდებულებას“, – განაცხადა ლავროვმა.

ოთხშაბათს უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ამბოხებული მოლაშქრეები დონეცკში, მარინკისა და კრასნოგოროვკის რაიონებში განლაგებულ მათ პოზიციებს უტევდნენ, ხოლო ძალოვანები იგერიებდნენ მათ შეტევებს. თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ კიევის განცხადებას სპეკულაცია უწოდა.

თებერვალში მინსკში ხელმოწერილი შეთანხმების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი – ეს საკონსტიტუციო რეფორმების გატარება და ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების თაობაზე მუდმივმოქმედი კანონის მიღებაა.  შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ დეცენტრალიზაცია უშუალოდ ამ რაიონების წარმომადგენლებთან შეთანხმებით უნდა გატარდეს, მაგრამ კიევის ხელისუფლება უგულებელყოფს ამ ჩანაწერს და აცხადებს, რომ არ წავა ამბოხებულებთან დიალოგზე.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0