თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მას შემდეგ აღძრა, რაც სოფელ ტინისხიდში (შიდა ქართლი) არასრულწლოვანი ჩამომხრჩვალი იპოვეს, — იუწყება ხუთშაბათს, 4 ივნისს, უწყების პრეს-სამსახური.
შსს-ს ინფორმაციით, მამამ 17 წლის შვილი 2 ივნისს, საკუთარი სახლის ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა), რაც სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვას, ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.