მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტონი ბლერი ტოლერანტობისა და შერიგების ევროპულ საბჭოს უხელმძღვანელებს

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიტონი ბლერი
ტონი ბლერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბლერი ამტკიცებს, რომ აგიტაციას გასწევს რელიგიის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, რომელიც რიგ შემთხვევებში ნიღბად გადაიქცა და რომლის მიღმაც ხშირ შემთხვევაში სიკვდილისა და ნგრევისკენ მიდრეკილი ადამიანები იმალებიან.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის ექს-პრემიერი ტონი ბლერი ტოლერანტობისა და შერიგების ევროპულ საბჭოს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა გაზეთ „თაიმსისთვის“ დაწერილ სტატიაში განაცხადა, – იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ბლერი ახლო აღმოსავლეთში დარეგულირების „კვარტეტის“ (რუსეთის ფედერაცია, ევროკავშირი, აშშ და გაერო) სპეცწარმომადგენლის პოსტს ივნისის ბოლოს დატოვებდა. ბრიტანული მედია ჯერ კიდევ მარტში იუწყებოდა, რომ ბლერის წასვლა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უკავშირდება,  რომელთა თანახმად, პოლიტიკოსი  ბიზნესინტერესებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა, ვიდრე კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე მუშაობას. 

„თაიმსისთვის“ გაგზავნილ სტატიაში, რომელიც ევროპის ებრაული კონგრესის პრეზიდენტ მოშე კანტორთან ერთად დაწერა, ბლერი ირწმუნება, რომ  აგიტაციას გასწევს რელიგიის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, რომელიც რიგ შემთხვევებში „ნიღბად გადაიქცა და რომლის მიღმაც ხშირად სიკვდილისა და ნგრევისკენ მიდრეკილი ადამიანები იმალებიან“, – წერს ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“

ბლერი აღნიშნავს, რომ მხარს დაუჭერს საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც მეტ ძალაუფლებას მისცემს მართლმსაჯულებას აგრესიული გამონათქვამების დევნაში, და ასევე იმ ინიციატივებს, რომლებიც ჰოლოკოსტის  უარყოფას უკანონოდ მიიჩნევს. 

ბლერი და კანტორი ასევე ამტკიცებენ, რომ ევროპას საშიში ეპოქა უდგება, ვინაიდან ეკონომიკური ზრდის ტემპი დაბალია. ასეთი ვითარება უკანასკნელად პირველი და მეორე მსოფლიო ომების წინ დაფიქსირდა.

ტოლერანტობისა და შერიგების ევროპული საბჭო 2008 წელს დაფუძნდა პარიზში. საბჭოს ძირითადი საქმიანობა უკავშირდება ევროპაში ტოლერანტობის სფეროში არსებული ვითარების მონიტორინგს, კონტინენტზე ეთნიკური და რელიგიური ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ევროპის ეროვნული მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ქსენოფობიასთან, ანტისემიტიზმთან და რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლაზეა ორიენტირებული. 

ყველა ახალი ამბავი
0