მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პოროშენკო: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ „ეკონომიკურ ომს“ ეწევა

© photo: Sputnik / Михаил Палинчак / გადასვლა მედიაბანკშიპეტრე პოროშენკო
პეტრე პოროშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ „უკრაინის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა“ რუსეთის მხრიდან მოიაზრებს ეკონომიკურ აგრესიას, გაზის შანტაჟსა და რუსული ბაზრიდან უკრაინული საქონლის ტოტალურ გამოძევებას.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო ამტკიცებს, რომ რუსეთი თავისი ბაზრიდან უკრაინული საქონლის გამოსაძევებლად კიევის წინააღმდეგ ეკონომიკურ წნეხს  იყენებს, – იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

„უკრაინის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა ეკონომიკური აგრესიით, გაზის შანტაჟითა და რუსეთის ბაზრიდან უკრაინული საქონლის გამოძევებით დაიწყო. წლიური ანგარიშით ვაჭრობა სამჯერ დაეცა, რაც ვარდნის უპრეცედენტო დონეა“, – განაცხადა პოროშენკომ პარლამენტისადმი ყოველწლიური მიმართვისას. 

პოროშენკოს მიაჩნია, რომ რუსეთი ამ სახით ეწევა უკრაინის წინააღმდეგ „ეკონომიკურ ომს“. „რუსეთის აგრესია უკრაინის ეკონომიკას ფიტავს და უკრაინელების ცხოვრების დონეს ურტყამს. მტერი კი არ მალავს თავის გეგმას, დაღლილი და გასავათებული უკრაინელების უკმაყოფილება ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციაში გადაიყვანოს“, – დაამატა მან. 

მანამდე რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინამ რუსეთს რუსულ გაზზე, საექსპორტო ბაჟის ხარჯზე, ფასდაკლების გაგრძელების თხოვნით მიმართა. „რუსეთის მთავრობას ფასდაკლების დადგენისას შეუძლია გაითვალისწინოს კიევის პოზიცია არსებული ვალების დაფარვის მიმართულებით“, – განმარტა მან. 

რუსეთის მთავრობამ უკრაინას საექსპორტო ბაჟის ხარჯზე ადრე უკვე დაუდგინა ფასდაკლება მეორე კვარტლისთვის ათას კუბომეტრზე 100 დოლარის ოდენობით.     

უკრაინასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონა, რომლის შემოღებაც ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული, სრული დატვირთვით 2016 წლის 1 იანვარს უნდა ამუშავდეს. რუსეთმა არაერთგზის განაცხადა იმ რისკების თაობაზე, რომელიც ამ შეთანხმების გამო გაჩნდებოდა მის ეკონომიკაში. მოსკოვის შიშს იწვევს შემდეგი საკითხები: უკრაინასა და ევროკავშირს შორის საბაჟო ტარიფის ლიბერალიზაცია, ტექნიკური რეგულირება, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზომები, საბაჟო ადმინისტრირება და ენერგეტიკა. 

მაისის შუა რიცხვებში ბრიუსელში მინისტრთა სამმხრივი მოლაპარაკება გაიმართა, რომელზეც სწორედ ეს საკითხები განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციების მომდევო რაუნდი რუსეთი–უკრაინა–ევროკავშირის ფორმატში ჩაატარონ. მინისტრების შეხვედრისთვის დოკუმენტები ივლისამდე უნდა მომზადდეს. 

ყველა ახალი ამბავი
0