საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია „რუსთავი2-ს“ დაუპირისპირდა

© facebook.com/mod.gov.geქართული არმია
ქართული არმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მასმედიის რიგმა საშუალებებმა, მათ შორის „რუსთავი2- მა“, 30 აპრილს განაცხადეს, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი და ფრანგი მშვიდობისმყოფელები, საკვები პროდუქტებისა და წყლის სანაცვლოდ, ბავშვებისგან სექსუალურ მომსახურეობას ითხოვდნენ.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ წინააღმდეგ სარჩელით მიმართა. საქმე ეხება სიუჟეტს, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბავშვებზე ძალადობას ეხებოდა, აღნიშნულია ხუთშაბათს, 4 ივნისს გამოქვეყნებულ ქარტიის განცხადებაში.

ქართული მასმედიის რიგმა საშუალებებმა, მათ შორის „რუსთავი2- მა“, 30 აპრილს განაცხადეს, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი და ფრანგი მშვიდობისმყოფელები, საკვები პროდუქტებისა და წყლის სანაცვლოდ, ბავშვებისგან სექსუალურ მომსახურეობას ითხოვდნენ. მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

 „საჩივარი რამდენიმე დღის წინ შემოვიდა… (ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის) საბჭომ უკვე განიხილა და მიიღო საჩივარი“, — განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ რუხაძემ.

 საუბარია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რამდენიმე მუხლის შესაძლო დარღვევაზე. კერძოდ:

1 მუხლისა – ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლესა და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია; 

მე-3 მუხლისა – ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია;

მე-11 მუხლისა – ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება; პლაგიატი, ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ.

ყველა ახალი ამბავი
0