მრგვალი მაგიდა „სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობა საქართველოში“

© photo: Sputnikთბილისის პრეს–ცენტრი
თბილისის პრეს–ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ შეიძლება მოაგვარონ ურთიერთობები საზოგადოებრივმა მოძრაობებმა ხელისუფლებასთან? შესწევთ კი არასამთავრობოებს მთავრობის გადაწყვეტილებებზე რეალური ზემოქმედების უნარი? დისკუსიის მონაწილეები ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. მრგვალი მაგიდა თემაზე „სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის ურთიერთთანამშრომლობა საქართველოში“ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში პარასკევს, 5 ივნისს, 14:00 საათზე გაიმართება.

საქართველოში დაახლოებით 18,5 ათასი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული. მათგან დაახლოებით ათასი აქტიურად მუშაობს. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მუდმივად ხვდება, მაგრამ საზოგადოებრივი აქტივისტები ამბობენ, რომ პრეზიდენტი მხოლოდ 5-10 „პროდასავლურ“ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ურთიერთობს.

როგორ შეუძლიათ სხვადასხვა საზოგადოებრივ მოძრაობებს ხელისუფლების შტოებთან ურთიერთობების მოგვარება? შესწევთ კი არასამთავროებს მთავრობის გადაწყვეტილებებზე რეალური ზემოქმედების უნარი? შეძლებენ თუ არა სხვადასხვა მიმართულებების, ეგრეთ წოდებული, პროდასავლური და პრორუსული ორგანიზაციები ხელისუფლებასთან თანამშრომლობასა და დიალოგს? დისკუსიის მონაწილენი ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ. 

მონაწილეები თბილისში:

სტრატეგიის მართვის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე;

კოალიცია „ევრაზიული არჩევანი – საქართველოს“ ლიდერი არჩილ ჭყოიძე;

პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია;

„მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე ემზარ ქვარიანი.

  „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი:

თბილისი, რუსთაველის გამზირი №2. თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობა, მე-8 სართული, ოთახი 808.

ტელეფონები: 224 46 77;  555 90 89 77.


ყველა ახალი ამბავი
0