წყალდიდობამ ელიზბარაშვილის თავშესაფრის ბინადრების სიცოცხლე შეიწირა

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი
თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძაღლების თავშესაფრის ადმინისტრაციას მოსახლეობის დახმარების იმედი აქვს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი 3 ივნისის ღამით წყალდიდობის გამო ძლიერ დაზარალდა, დაიხოცნენ თავშესაფრის ბინადრები, იუწყება თავშესაფრის Facebook-ის ოფიციალური გვერდი. 

 თავშესაფარში დაღუპული ძაღლების რაოდენობას ვერ ასახელებენ. როგორც მასმედია ირწმუნება, დაღუპულია ოცამდე ძაღლი. 

 „ჩვენთვის ეს დილა არ შეიქნა მშვიდობიანი! გვიან ღამით, ადიდებული მდინარე ვერე ჯებირებიდან გადმოვიდა და დატბორა თავშესაფარი. საფრთხე შეუქმნა ჩვენი ბინადრების სიცოცხლეს. სამწუხაროდ, ყველა ბინადარის გადარჩენა ვერ შევძელით…“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 თავშესაფრის ადმინისტრაციას მოსახლეობის დახმარების იმედი აქვს.

 „ახლა, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება თქვენი თანადგომა! აღარ გეპატიჟებით, ვიცით, რომ მოხვალთ!“, – ნათქვამია განცხადებაში.

 თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი ვაკე–საბურთალოს გზაზე, გივი სვანიძის 30 ნომერში მდებარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0