მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე რეზოლუცია მიიღო

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიგაეროს შენობა ნიუ-იორკში
გაეროს შენობა ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ აღიარა, რომ ეს ჰუმანიტარული პრობლემაა და იგი პირველ რიგში იმ ორგანიზაციის ყურადღებას იმსახურებს, რომელსაც ეს საკითხები ეხება, - განაცხადა დონდუამ.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ  მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ოთხშაბათს, 3 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.

 მისი თქმით, რეზოლუციას 75-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი 16-ის წინააღმდეგ და 78-მა თავი შეიკავა. საქართველოს პოზიციის მხარდამჭერთა რიცხვი 6 ხმით გაიზარდა. 2014 წლის ივნისში რეზოლუციას 69 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 13, ხოლო 79-მა თავი შეიკავა.

 „ჯერ არ შემიძლია ვთქვა რომელმა ქვეყნებმა დაგვიჭირეს მხარი, ვინ იყო წინააღმდეგი და თავი ვინ შეიკავა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს  ყოფილიყო არა პოლიტიკური რეზოლუცია, არამედ ჰუმანიტარული. მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ აღიარა, რომ ეს ჰუმანიტარული პრობლემაა და იგი პირველ რიგში იმ ორგანიზაციის ყურადღებას იმსახურებს, რომელსაც ეს საკითხები ეხება“, —  განაცხადა დონდუამ.

 ამასთან დონდუამ რეზოლუციის მიღებას საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება უწოდა.

 რეზოლუცია გმობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „ძალადობრივ დემოგრაფიულ ცვლილებებს“ და რუსეთის ფედერაციის მხრიდან მათი დამოუკიდებლობის აღიარებას. რეზოლუციაში ხაზგასმულია დევნილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობა, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, მათი ქონებრივი უფლებების დაცვით. 

 რეზოლუცია კენჭისყრაზე საქართველომ პირველად 2008 წელს გაიტანა. 


ყველა ახალი ამბავი
0