ლომისის სალოცავისკენ მიმავალ გზაზე 20 მომლოცველი დაშავდა

გამოწერა
სამინისტროში განაცხადეს, რომ მომლოცველებს სხვადასხვა დაზიანებები აქვთ. ნიადაგი სველია, თოვლი, წვიმა და თოვლ-ჭყაპი - ყველაფერი ერთმანეთშია არეული. ადამიანები ძირს ეცემიან. მომლოცველი - ათიათასობით.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. მლეთასთან, ლომისის მთაზე, წმინდა გიორგის სამლოცველოსკენ ასვლისას, 20 ადამიანი დაშავდა. ისინი ოთხშაბათს, 3 ივნისს „ლომისობის“ დღესასწაულის აღსანიშნავად მიდიოდნენ, — ამის შესახებ შსს-ს სამაშველო ცენტრის პრეს-სამსახური იტყობინება.

 წელიწადში ერთხელ, აღდგომიდან მეშვიდე კვირას, მორწმუნეები „ლომისობას“ ზეიმობენ. ტრადიციისამებრ, დღის განმავლობაში ოჯახები პატარა ბავშვებით, მოხუცებით, წმინდა გიორგის ეკლესიისკენ გრძელ და მომქანცველ გზას გადიან. 

 „მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ. ნიადაგი სველია. თოვლი, წვიმა და თოვლ-ჭყაპი — ყველაფერი ერთმანეთშია არეული. ადამიანები ძირს ეცემიან. მომლოცველი — ათიათასობით. 6:00-დან 16:00 საათამდე 20 ადამიანის გამოყვანა შევძელით. ისინი კვლავ გამოჰყავთ“, — აღნიშნეს პრეს-სამსახურში.

 ამასთან, სამინისტროში განაცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, რომელთა მორიგეობა გვიან ღამემდე გასტანს.

ყველა ახალი ამბავი
0