2015 წლის მაისში საქართველოში ინფლაციამ 0,6% შეადგინა

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშიდაღესტანის რესპუბლიკა
დაღესტანის რესპუბლიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის მაისში 2015 წლის აპრილთან შედარებით ფასები სურსათსა და არაალკოჰოლურ სასმელებზე 0,6%-ით შემცირდა.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. 2015 წლის მაისში 2015 წლის აპრილთან შედარებით ინფლაციამ საქართველოში 0,6% შეადგინა, ამის შესახებ საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური — „საქსტატი“ იტყობინება.

 საანგარიშო პერიოდში ფასებმა ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე 0.9%-ით მოიმატა; ჯანდაცვის სფეროში — 1,3%-ით; სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურების სფეროში — 1%-ით; განათლების სფეროში — 0,3%-ით; ტრანსპორტის სფეროში — 3%-ით; კავშირგაბმულობის სფეროში 0,3%-ით.

 ამავე დროს ფასები სურსათსა და არაალკოჰოლურ სასმელებზე 0,6%-ით შემცირდა, ხოლო კომუნალურ მომსახურეობაზე — 0,3%-ით

ყველა ახალი ამბავი
0