საქართველოს მთავრობა ელექტრონული პეტიციების პორტალს ქმნის

© press service of the Prime Minister of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე (Open Government Partnership - OPG) გააჟღერა.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ელექტრონული პეტიციების პორტალს ქმნის, რომელიც აამაღლებს ქვეყნის მართვაში საზოგადოების მონაწილეობას და გააძლიერებს საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტებს, იუწყება ოთხშაბათს, 3 ივნისს პრეს-სამსახური. 

ეს ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე (Open Government Partnership — OPG) გააჟღერა.

”ელექტრონულ პეტიციაზე 5 ათასი ხელმოწერის შემთხვევაში საკითხი განსახილველად მთავრობის სხდომაზე გავა. ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება”, — აღნიშნულია განცხადებაში.


ყველა ახალი ამბავი
0