დიპლომატი: ”ისლამური სახელმწიფოს” სომხეთში შეჭრის საფრთხე გამორიცხული არაა

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიერევანი
ერევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
”ისლამური სახელმწიფო“ კავკასიის ქვეყნებისთვის, პირველ რიგში კი სომხეთისთვის შეიძლება სერიოზულ საფრთხედ იქცეს, მიიჩნევს სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიბანში არმან ნავასარდიანი.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების სომხეთში შეჭრის საფრთხე ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა გამორიცხული არაა, განაცხადა ლიბანში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არმან ნავასარდიანმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო ”ნოვოსტი არმენია”.

”ისლამური სახელმწიფო“ კავკასიის ქვეყნებისთვის, პირველ რიგში კი სომხეთისთვის შეიძლება სერიოზულ საფრთხედ იქცეს, — დასძინა ნავასარდიანმა.

მან ასევე ისაუბრა სირიაში სომხური თემის მძიმე მდგომარეობაზე, სადაც საომარი მოქმედებები გრძელდება.

”ჩვენი ინფორმაციით, ალეპოში სულ 20 ათასი სომეხი დარჩა, რომლებიც ბლოკადაში არიან და იქიდან გამოსვლა, სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, საკმაოდ საშიშია”, — აღნიშნა ნავასარდიანმა.

ნავასარდიანს გაუჭირდა მოვლენების შემდგომი განვითარების და სირიაში ცოტა ხნის წინ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ ნალბანდიანის ვიზიტის შედეგების პროგნოზირება.

”ამასთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება არსებობს, მაგალითად ის, რომ აუცილებელი იყო სომხების გამოყვანა ქვეყნის ტერიტორიიდან, რასაც ვეთანხმები. მიმაჩნია, ჩვენს სახელმწიფოს სირიაში მიმდინარე მოვლენებზე უფრო ადრე უნდა მოეხდინა რეაგირება მიუხედავად იმისა, სომხეთის რომელ რაიონში შეიძლებოდა გადაგვესახლებინა ეს ადამიანები. აქ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის საკითხი დგას”, — დასძინა დიპლომატმა.

მისი განცხადებით, არსებობს რამდენიმე არგუმენტი, თუ რატომ არ გადაასახლეს ეს ადამიანები სომხეთში, კერძოდ, სირიელი სომხების ნაწილმა სხვადასხვა მიზეზების გამო ქვეყნის დატოვებაზე უარი განაცხადა. დიპლომატმა ამ საკითხთან მიმართებაში სომხეთის მთავრობის მხრიდან საორგანიზაციო ხარვეზებზეც მიუთითა.

 


ყველა ახალი ამბავი
0