მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მეცნიერმა სტივენ ჰოკინგმა შესაძლოა ევთანაზიის ვარიანტები განიხილოს

© photo: Sputnik / Михаил Филимонов / გადასვლა მედიაბანკშირეპროდუქცია
რეპროდუქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა მეცნიერმა სტივენ ჰოკინგმა განაცხადა, რომ ევთანაზიის ვარიანტებს განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი თავისტკივილები შეაწუხებს ან აღარაფერი ექნება მეცნიერებისთვის მისაცემი.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ბრიტანელმა ფიზიკოს-თეორეტიკოსმა სტივენ ჰოკინგმა განაცხადა, რომ  ევთანაზიის ვარიანტებს იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ოჯახისთვის „ტვირთად“იქცევა და იგრძნობს, რომ მეცნიერებას ვეღარაფერს მისცემს, წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

ტელერადიოკორპორაცია „ბი-ბი-სის“ ერთ-ერთ პროგრამასთან ინტერვიუში ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული ჰოკინგი გამოტყდა, რომ შეუძლია მიმართოს ექიმებს დახმარებისთვის და შეწყვიტოს საკუთარი სიცოცხლე თუ „ძლიერ ტკივილებს  იგრძნობს“. გარდა ამისა, მეცნიერმა განაცხადა, რომ „ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი სიცოცხლის დასრულების უფლება“. 

„მე შემიძლია განვიხილო ევთანაზიის ვარიანტები ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ძლიერ ტკივილებს ვიგრძნობ ან აღარაფერი მექნება (მეცნიერებისთვის) მისაცემი და ან გარშემომყოფებისთვის ტვირთად ვიქცევი“, – მოჰყავთ ჰოკინგის სიტყვები ბრიტანულ მედიასაშუალებებს. 

სტივენ ჰოკინგი – ფიზიკოს-თეორეტიკოსი, მეცნიერების ცნობილი პოპულარიზატორი და ავტორია წიგნისა „დროის მოკლე ისტორია“, რომელიც ათმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ჰოკინგი კოსმოლოგიური სინგულარიზაციის წარმოშობის პრობლემებს სწავლობდა. კოსმოლოგიური სინგულარიზაცია – ეს სამყაროს პირველადი მდგომარეობაა, საიდანაც ის, დიდი აფეთქების თეორიის თანახმად, განუწყვეტლივ ფართოვდება. 1963 წელს 22 წლის ჰოკინგს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის განეგრძო სამეცნიერო მუშაობა, ორჯერ დაქორწინებულიყო და სამი შვილის მამა გამხდარიყო. ჰოკინგს აღარ შეუძლია ლაპარაკი და ადამიანებთან მეტყველების კომპიუტერული სინთეზატორით ურთიერთობს. 

პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც 2002 წელს აქტიური ევთანაზია ლეგალურად დაიშვა, იყო ნიდერლანდები. ამის შემდეგ უკურნებელი სენით დაავადებულთათვის ევთანაზია ლეგალიზდა ბელგიაში, ლუქსემბურგში, შვეიცარიასა და კანადაში. აშშ-ში ევთანაზია დაშვებულია მხოლოდ ოთხ შტატში. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ნებადართულია პასიური ევთანაზია. ამ დროს ავადმყოფს აღარ უტარდება სამედიცინო დახმარება, მედიკოსები აღარ იბრძვიან პაციენტის სიცოცხლისათვის, რათა დაჩქარდეს ბუნებრივი სიკვდილი. 


ყველა ახალი ამბავი
0