კუდრინი: რუსეთის ეკონომიკა სრულფასოვან კრიზისშია

© photo: Sputnik / Максим Блинов / გადასვლა მედიაბანკშიალექსეი კუდრინი
ალექსეი კუდრინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის ტემპები მინუს 2,8% იქნება, რაც მიანიშნებს, რომ ვარდნის პროცესში ვიქნებით, განაცხადა სამოქალაქო ინიციატივების კომიტეტის თავმჯდომარემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა. მას მიაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ვარდნა უფრო ღრმა - დაახლოებით 4% იქნება.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. სამოქალაქო ინიციატივების კომიტეტის თავმჯდომარე, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსეი კუდრინი თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა ამჟამად სრულფასოვან კრიზისში იმყოფება, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”. მისი პროგნოზით, 2015 წელს მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) ვარდნა იმაზე ძლიერი იქნება, ვიდრე ამას ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ელოდება და მისი მაჩვენებელი დაახლოებით 4% იქნება.

”ყველა არსებული ანალიზის მიხედვით, ამჟამად სრულფასოვან კრიზისში ვიმყოფებით”, — განაცხადა კუდრინმა ფედერაციის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას.

„ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მინუს 2,8% იქნება,  რაც მიანიშნებს, რომ ვარდნის პროცესში ვიქნებით, ახლა კი რეცესიაში ვართ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეკონომიკური ვარდნა უფრო ღრმა  - დაახლოებით 4%–ანი იქნება”, — დასძინა მან.

მისი თქმით, ეკონომიკური ვარდნის სამი მიზეზი არსებობს: პირველი — ეკონომიკის არასწორი მოდელი, რომელიც ორიენტირებულია აუცილებლობის გარეშე სერიოზული ტექნოლოგიური ცვლილების მოთხოვნაზე, მეორე — ნავთობზე მსოფლიო ფასების ვარდნა და მესამე — დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. 

”ვფიქრობ, ამ კონფლიქტს (უკრაინაში) და სანქციებს ჩვენი ეკონომიკური ზრდის 1,5%-მდე მიაქვს”, — განაცხადა კუდრინმა.


ყველა ახალი ამბავი
0