თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავამდყოფოს პედიატრები უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის #139 სკოლის უმცროსკლასელთა მოწამვლის შესახებ.
ოთხშაბათს, 3 ივნისს, მ.იაშვილის საავადმყოფოში შვიდი მოსწავლე მიიყვანეს.
„ისინი არ მოწამლულან. ერთ–ერთ ბავშვს ორგანიზმში შაქრის შემცველობა დაბალი ჰქონდა, რის გამოც შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. დანარჩენ ბავშვებს კი პანიკა დაეწყოთ. ბუნებრივი აირით ან საკვებით მოწამვლა, როგორც მიზეზები, გამორიცხულია“, – განაცხადა საავადმყოფოს პრეს–სამსახურის თანამშრომელმა.
უმცროსკლასელთა მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ისანი–სამგორის რაიონის #139–ე სკოლაში მომხდარის მიზეზების დასადგენად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მივიდნენ.