დავით უსუფაშვილი: ესტონეთი ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტერესებს ლობირებს

© photo: Sputnik / Катерина Совдагари / გადასვლა მედიაბანკშიდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესტონეთის პრეზიდენტი თბილისში 2 ივნისს დაწყებული ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ესტონეთი საქართველოს ინტერესების ერთ-ერთი მთავარი ლობისტია ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის საკითხებში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან, თოომას ჰენდრიკ ილვესთან შეხვედრის შემდეგ ოთხშაბათს, 3 ივნისს. 

„ჩვენ მივიღეთ, კიდევ ერთხელ, ძალიან მყარი გარანტია იმისა, რომ ესტონეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ და აქტიურ ლობისტად ევროინტეგრაციის პროცესში და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში. ასე რომ, ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და დასტური იმისა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ გაგრძელდება“, – აღნიშნა უსუფაშვილმა. 

ესტონეთის პრეზიდენტი თბილისში 2 ივნისს დაწყებული ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. 


ყველა ახალი ამბავი
0