თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. მსოფლიო წესრიგს საფრთხეს უქმნის არა რუსეთთან ყირიმის შეერთება, არამედ უკრაინაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა, – იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
გერმანიის კანცლერმა მერკელმა საგაზეთო მასალაში სათაურით „რატომ უნდა გავიდეს G7 კრიზისული დიპლომატიის ფარგლებიდან“, რომელიც კანადურმა გაზეთმა Globe and Mail-მა გამოაქვეყნა, დაწერა: „ვინ დაიჯერებდა რომ ცივი ომის დამთავრებიდან 25 წლის შემდეგ ყირიმის ანექსია ეჭვქვეშ დააყენებდა ევროპულ მსოფლიო წესრიგს?“
„საქმე ისაა, რომ მსოფლიო წესრიგისა და ევროპაში წესრიგისთვის საფრთხეა არა ყირიმი, არამედ სწორედ ის მომენტი, როდესაც დემოკრატიულმა და განათლებულმა ევროპამ ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში, კერძოდ კი უკრაინაში, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა აკურთხა. აი ეს იქცა გარდამტეხ მომენტად ევროპული და მსოფლიო წესრიგისათვის“, – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს ოთხშაბათს.
შეკითხვაზე, არსებობს თუ არა გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, პესკოვმა უპასუხა: „გამოსავალი ყოველთვის არსებობს“.