მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ღარიბაშვილმა და ილვესმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს

© facebook.com/GaribashviliOfficialღარიბაშვილი და ილვესი
ღარიბაშვილი და ილვესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრაზე ხაზგასმით ისაუბრეს ესტონეთთან თანამშრომლობის შესახებ ელექტრონული მმართველობის სფეროში, ასევე ესტონეთის ჩართულობა ევროკავშირის პროექტების დაფინანსებაში, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების როლის, ეფექტური მმართველობის, სოფლის მეურნეობისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ითვალისწინებს.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ესტონეთი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას აპირებს, განაცხადეს საქართველოს მთავრობის პრეს-ცენტრში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ესტონეთის პრეზიდენტის თოომას ჰენდრიკ ილვესის შეხვედრის შემდეგ, რომელიც  ოთხშაბათს, 3 ივნისს გაიმართა. 

”პრემიერმა თოომას ჰენდრიკ ილვესს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების მხარდაჭერისათვის და ამასთანავე იმედი გამოთქვა ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კუთხით ”, — იუწყება პრეს-სამსახური.

შეხვედრაზე ხაზგასმით ისაუბრეს ესტონეთთან თანამშრომლობის შესახებ ელექტრონული მმართველობის სფეროში, ასევე ესტონეთის ჩართულობა ევროკავშირის პროექტების დაფინანსებაში, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების როლის, ეფექტური მმართველობის, სოფლის მეურნეობისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ითვალისწინებს.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ილვესის ვიზიტს ”ორი ქვეყნის განსაკუთრებული პარტნიორობის” დადასტურებად განიხილავს.

ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს 2 ივნისს ეწვია. ის უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.


ყველა ახალი ამბავი
0