წულუკიანი: საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა-რეფორმატორია ევროპაში

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის რეგიონული კონფერენცია 3-4 ივნისს გაიმართება. ღონისძიებაში 40 ქვეყნის მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“  (Open Government Partnership — OPG) ევროპის რეგიონული კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა-რეფორმატორია ევროპაში. 

მისი თქმით, ის, რომ საქართველო მასპინძლობს ამ მასშტაბის ღონისძიებას, „იმ რეფორმების შედეგია, რასაც ქვეყანა ატარებს მთავრობის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ბოლო ორი წლის განმავლობაში“ 

„აღნიშნული კონფერენციის მიზანია ის, რომ ევროპულმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ გაუზიარონ ერთმანეთს, როგორ უნდა იმართებოდეს ქვეყანა, როგორია ღია მმართველობა სხვადასხვა ქვეყნებში, როგორია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობა. მინდა ვთქვა, რომ საქართველო ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთ სამაგალითოდ მიიჩნევა“, – განაცხადა წულუკიანმა. 

ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო 102 ქვეყანას შორის ღია მმართველობის ინდექსით 29-ე ადგილს იკავებს.

ევროპის რეგიონული კონფერენცია თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ტარდება 3-4 ივნისს. ღონისძიებაში 40 ქვეყნის მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 

„ღია მმართველობის პარტნიორობა“  გახლავთ აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივა, რომელიც გვთავაზობს უფრო მეტ გამჭვირვალობას მთავრობებსა და სახელისუფლებო შტოებს შორის. „ღია მმართველობის პარტნიორობის“  მონაწილე ქვეყნები იღებენ ვალდებულებას იყვნენ უფრო მეტად გახსნილები მოქალაქეებისათვის, ჩართონ ისინი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ხელმისაწვდომი და კომპფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. 


ყველა ახალი ამბავი
0