საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ტყეების მავნებლებისაგან დაცვას იწყებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბუნება
ბუნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მავნებლებთან ბრძოლა იმ ადგილებში დაიწყება, სადაც მათი გამრავლების რისკი დიდია. სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას შეზღუდონ ფუტკრის ფრენა ტყეების დამუშავების პერიოდში - გამთენიისას და საღამოს. მოსახლეობას წინასწარ ეცნობება სამუშაოების დაწყების შესახებ, რომელსაც სპეციალისტები დააკვირდებიან.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში ტყეების დამუშავება მავნებლების წინააღმდეგ ავიაციის დახმარებით პრეპარატ „ლეპიდოციდ C, K-M” —ის გამოყენებით მოხდება, — განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტყის მოვლა-აღდგენის დეპატრამენტის თავმჯდომარემ ნათია იორდანიშვილმა.

 მავნებლებთან ბრძოლა იმ ადგილებში დაიწყება, სადაც მათი გამრავლების რისკი დიდია. კერძოდ, დუშეთისა და მჭადიჯვარის დასახლებული პუნქტების მახლობლად (მცხეთა-მთიანეთი) 339 ჰექტარზე და ფოლადაურთან და კაზრეთთან (ქვემო ქართლი) 347 ჰექტარზე.

 იორდანიშვილის განცხადებით, პრეპარატი „ლეპიდოციდ C, K-M”, მისი გამოყენების წესების დაცვის შემთხვევაში, არატოქსიურია ადამიანებისათვის, თბილსისხლიანი ცხოველების, თევზების, ფუტკრებისა და სხვა სასარგებლო მწერებისათვის.

  მიუხედავად ამისა, სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას შეზღუდონ ფუტკრის ფრენა ტყეების დამუშავების პერიოდში — გამთენიისას და საღამოს. მოსახლეობას წინასწარ ეცნობება სამუშაოების დაწყების შესახებ, რომელსაც სპეციალისტები დააკვირდებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0