არასამთავრობოებმა პარლამენტს მაჟორიტარული სისტემის არჩევნების გაუქმებისკენ მოუწოდეს

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებული საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვას მანდატებში, დიდია დაკარგული ხმების რაოდენობა, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი, ირწმუნებიან პროექტის ავტორები.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. რიგი პარტიები და და არასამთავრობო ორგანიზაციები სამშაბათს, 2 ივნისს საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბნენ მოთხოვნით, დაიწყოს  საარჩევნო სისტემის რეფორმირება იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

ინიციავიტის ავტორია რვა არასამთავრობო ორგანიზაცია და 14 ოპოზიციური პარტია, რომლებმაც შეთანხმებას  საარჩევნო სისტემის რეფორმირების აუცილებლობის შესახებ პრეზიდენტის რეზიდენციაში 30 მაისს გამართული კონფერენციის მსვლელობისას მოაწერეს ხელი. 

”არსებული საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვას მანდატებში, დიდია დაკარგული ხმების რაოდენობა, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი”, — აღნიშნულია მიმართვაში

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ახალი რედაქციის პროექტს სთავაზობენ: პარლამენტი შედგება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული 75 და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული 75 დეპუტატისგან. მოქმედი ნორმის თანახმად, არჩევნები პროპორციული (77 დეპუტატი) და მაჟორიტარული (73 დეპუტატი) სისტემით ტარდება.

”საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ინიცირებული, რათა 2016 წელს მორიგი საპარლამეტო არჩევნების ჩატარებამდე გონივრული ვადით ადრე შეიცვალოს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა”, — ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვის ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლა საქართველოში დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. 

უფრო მეტიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საარჩევნო კოდექსის ნორმა, რომელიც მუნიციპალიტეტების რაოდენობიდან გამომდინარე ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების გადანაწილების პრინციპს ეხება. როგორც სასამართლოში განმარტეს, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ოლქები მექანიკურად დააკავშირა მუნიციპალიტეტებს ისე, რომ მუნიციპალიტეტებში დარეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა არ გაითვალისწინა. საარჩევნო კოდექსის 110-ე მუხლის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის 73 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი იქმნება. 


ყველა ახალი ამბავი
0