მიმდინარე წელს საქართველოს რუსეთის 250 ათასზე მეტი მოქალაქე ეწვია

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით რუსეთის ფედერაციის 28 მოქალაქემ მიმართა. მათგან 16 ამ სტატუსის მატარებელი უკვე გახდა.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. 2015 წლის იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით საქართველოს რუსეთის 252 ათას 987 მოქალაქე სტუმრობდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 6,4%-ით მეტია, იუწყება სამშაბათს, 2 მაისს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი.

უწყების მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წლის მხოლოდ მაისის თვეში საქართველოში რუსეთის 71,4 ათასი მოქალაქე იმყოფებოდა, რაც გასული წლის მონაცემებზე 42,5%-ით მეტია.

2015 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით რუსეთის ფედერაციის 28 მოქალაქემ მიმართა. მათგან 16 ამ სტატუსის მატარებელი უკვე გახდა.


ყველა ახალი ამბავი
0