მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნატოს სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია თბილისში გაიმართება

© Public Domainნატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციაზე, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 80-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, ტრანსფორმაციისა და სამომავლო გამოწვევების საკითხებზე იმსჯელებენ.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები და ექსპერტები ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც თბილისში 8-10 ივნისს გაიმართება. 

კონფერენციაზე, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 80-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, ტრანსფორმაციისა და სამომავლო გამოწვევების საკითხებზე იმსჯელებენ. 

„კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ქვეყნებში ტრანსფორმაციის შესახებ აზრთა გაზიარებასა და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას“, – იუწყება   საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახური სამშაბათს, 2 ივნისს. 

ამასთან აღნიშნულია, რომ ნატოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობა განავითაროს არაწევრ სახელმწიფოებთან. „პარტნიორ ქვეყნებს კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს შეიარაღებული ძალები და ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობა.

 


ყველა ახალი ამბავი
0