სახელმწიფო უსაფრთხოების ცალკე სამსახურის შექმნისთვის ბიუჯეტიდან 36 მლნ ლარი გამოიყოფა

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტმა ორშაბათს იმ კანონპროექტების პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც 2015 წლის 1 აგვისტოს შსს-ს რეფორმირებასა და სახელმწიფო უსაფრთხოების ცალკე სამსახურის შექმნას ითვალისწინებს.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების შედეგად  უახლოეს მომავალში შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 36 მლნ 743 ათასი ლარის (დაახლოებით, 15.9 მლნ აშშ დოლარი) გამოყოფა დასჭირდება, განაცხადა შსს-ს იურიდიული სამმართველოს ხელმძღვანელმა ზვიად ოქროპირიძემ სამშაბათს, 2 ივნისს. 

საქართველოს პარლამენტმა ორშაბათს იმ კანონპროექტების პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც 2015 წლის 1 აგვისტოს შსს-ს რეფორმირებასა და სახელმწიფო უსაფრთხოების ცალკე სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. ცვლილებებზე ჯანდაცვისა და სოცილურ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის  კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მსჯელობენ. 

„1 აგვისტოდან წლის ბოლომდე უსაფრთხოების სამსახურის დასაფინანსებლად საჭირო იქნება 336 მილიონ 743 ათასი ლარის გამოყოფა. ბუნებრივია, ეს დაკავშირებულია კანონთან ბიუჯეტის შესახებ. ფინანსთა სამინისტროს დაევალება ბიუჯეტის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა“, – განუცხადა ოქროპირიძემ ჟურნალისტებს. 

მისი თქმით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე უსაფრთხოების სამსახურს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დააფინანსებს. 

„რეფორმის მიზანი გახლავთ პირობების გაუმჯობესება საიმისოდ, რომ მომზადდეს ორივე სისტემა – შსს სისტემა და სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა შემდგომი რეფორმირებისთვის“, – აღნიშნა ოქროპირიძემ.

ცვლილებების თანახმად, უსაფრთხოების სამსახური დაექვემდებარება საქართველოს მთავრობას. მისი მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები იქნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების, კონსტიტუციური წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის —  დაცვა უცხოეთის სახელმწიფოთა სპეცსამსახურებისა და ცალკეული პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან; გამოავლინოს და დაიცვას სახელმწიფო არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით  ხელისუფლებისა და კონსტიტუციური სისტემის შეცვლისგან.  


ყველა ახალი ამბავი
0