რუსეთი და აშშ უკრაინასთან დიალოგისთვის რეგულარულ კონტაქტებზე შეთანხმდნენ

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის რეგულარული კონტაქტები საჭიროა იმისათვის, რათა მოხდეს შეფასებების გაცვლა და იმის დანახვა თუ როგორ შეიძლება კონფლიქტის მხარეებზე ზეგავლენის მოხდენა, რომ ხელი შეეწყოს მინსკის შეთანხმებების ყოვლისმომცველ იმპლემენტაციას.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. რუსეთი და აშშ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე დიალოგისთვის ორმხრივი საკონტაქტო არხის შენარჩუნების თაობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სამშაბათს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

”ჩვენ (კერისთან) შევთანხმდით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შევინარჩუნოთ რეგულარული კონტაქტები, რომ გავცვალოთ ჩვენი შეფასებები, დავინახოთ, როგორ შეგვიძლია (ორივე მხრიდან) მხარეებზე (კონფლიქტის) ზეგავლენის მოხდენა, რათა ხელი შევუწყოთ მინსკის შეთანხმებების ყოვლისმომცველ იმპლემენტაციას”, — განაცხადა ლავროვმა Bloomberg-ისთვის მიცემულ ტელე–ინტერვიუში.

 


ყველა ახალი ამბავი
0