წლის დასაწყისიდან საქართველოში თავშესაფარი 717-მა უცხოელმა მოითხოვა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველ ადგილზე არიან ერაყის მოქალაქეები - 284 ადამიანი, მათგან 202 მამაკაცია და 82 - ქალი.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. 2015 წლის იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით საქართველოში თავშესაფარი 717-მა უცხოელმა მოითხოვა. მათგან 28 რუსეთის მოქალაქეა, იუწყება სამშაბათს, 2 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი.

უწყების მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემებით, პირველ ადგილზე ერაყის მოქალაქეები არიან — 284 ადამიანი. მათგან 202 მამაკაცია და 82 — ქალი.

ერაყის შემდეგ უკრაინის მოქალაქეები სახელდებიან. წლის დასაწყისიდან თავშესაფრისთვის საქართველოს ხელისუფლებას 263-მა უკრაინელმა მიმართა. მათ შორის 167 ქალია და 96 — მამაკაცი.

მესამე ადგილს კი ირანი (15 მამაკაცი და 13 ქალი) და რუსეთი (17 მამაკაცი და 11 ქალი) იყოფენ. 

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, თავშესაფარი საქართველოში სომხეთის ოთხმა და აზერბაიჯანის რვა მოქალაქემ მოითხოვა.

სიაში ბოლო ადგილები უკავიათ აშშ-ს, კანადას, გვინეას, ლიბანს, პაკისტანს, საუდის არაბეთს და ტუნისს. თითოეული ამ ქვეყნიდან თავშესადრის მისაღებად თითო განაცხადია შემოსული. 


ყველა ახალი ამბავი
0