მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პოროშენკომ სააკაშვილს გუბერნატორის პოსტზე პირველი ნაბიჯები მოუწონა

გამოწერა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტო პოროშენკომ შეხვედრა გამართა კიევში ოდესის ოლქის გუბერნატორთან მიხეილ სააკაშვილთან. პოროშენკომ გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის პირველ ინიციატივებს მხარი დაუჭირა და იმედი გამოტქვა, რომ მთავრობაც გაამართლებს.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შეხვედრა გამართა კიევში ოდესის ოლქის გუბერნატორთან მიხეილ სააკაშვილთან. პოროშენკომ გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის პირველ ინიციატივებს მხარი დაუჭირა და იმედი გამოტქვა, რომ მთავრობაც გაამართლებს.

"მე ვხედავ რაიონული ადმინისტრაციის მეთაურის პოზიციაზე საკონკურსო ნაკრების საკითხებში თქვენს პირველ ინიციატივებს და მე ეს მომწონს. სიამოვნებით ვუჭერ მხარს ამას და ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ინიციატივებს მთავრობაც მხარს დაუჭერს", – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა შაბათს, 30 მაისს განაცხადა საკუთარი მიზნის შესახებ, გამოაცხადოს კონკურსი რეგიონის რაიონული ადმინისტრაციების მეთაურების ვაკანტურ პოზიციებზე.

"ჩვენ ყველგან გამოვაცხადებთ კონკურსებს, ნამდვილ კონკურსებს, მე მინდა, რომ მოვიდეს ბევრი ახალი მოწესრიგებული ადამიანი, მოვიდეს ბევრი ახალგაზრდა, ადმინისტრაციულ პოზიციებზე, ყველა ადმინისტრაციის მეთაურის პოზიციაზე, მილიციაში, პროკურატურაში", – განაცხადა სააკაშვილმა.

შაბათს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, ასევე სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის ბრძანება გასცა და ის ოდესის მაღალჩინოსნებს წარუდგინა.

ყველა ახალი ამბავი
0