საქართველოს პრემიერმა ბავშვებისათვის დღესასწაული მოაწყო

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სოლიდარობის ფონდი“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და მიზნად ისახავს არასაბიუჯეტო რესურსების მობილიზაციას პრიორიტეტული სოციალური საჭიროებებისათვის საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ოჯახებისათვის.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს, პირველ ივნისს, კუს ტბაზე იმ ბავშვებს უმასპინძლა, ვისაც „სოლიდარობის ფონდმა“ ძვირად ღირებული მკურნალობა დაუფინანსა. 

 პრემიერის პატარა სტუმრებს ზღაპრის გმირები, ანიმატორები, ილუზიონისტები ართობდნენ. გარდა ამისა შედგა საბავშვო მუსიკალური ჯგუფის „ბზიკების“ კონცერტი. პრემიერმა ბავშვებს პლანშეტური კომპიუტერები აჩუქა. ეს ღონისძიება ბავშვთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. 

 „ჩვენ, სახელმწიფო, თითოეული მოქალაქე ვალდებული ვართ, ჩვენს შვილებს მივცეთ უკეთესი მომავალი. დღეს არის ძალიან ლამაზი დღე — მე ვხვდები "სოლიდარობის ფონდის" მიერ დაფინანსებულ ბავშვებს, მათ მშობლებს და ვხედავთ, რომ სიცოცხლე გრძელდება. ჩვენ შევძელით მათი დახმარება და ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება, ეს არის ძალიან კარგი საქმე და, როგორც ჩვენ უკვე ვამბობთ, სიკეთე გადამდებია.“-განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში მონაწილეობდა. 

 „სოლიდარობის ფონდი“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და მიზნად ისახავს არასაბიუჯეტო რესურსების მობილიზაციას პრიორიტეტული სოციალური საჭიროებებისათვის საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ოჯახებისათვის. 

 პრემიერის თქმით, უკვე მოხერხდა 112 ბავშვის დაფინანსება, რომელთა ნახევარს საზღვარგარეთ უმკურნალეს. ფონდში 3 მილიონ ლარზე (1.3 მლნ $) მეტის მობილიზება მოხერხდა. 


ყველა ახალი ამბავი
0