თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. 2014 წელს საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა 27 მლნ 931,9 ათასი ლარი (დაახლოებით 12 მლნ აშშ დოლარი) დახარჯეს. მათგან მხოლოდ კოალიციამ ”ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო” — 9 მლნ 110 ათას 323 ლარი.
მეორე ადგილზე სააკაშვილის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აღმოჩნდა, რომელმაც ერთ წელიწადში 5 მლნ 681 ათას 830 ლარი (დაახლოებით 2,45 მლნ აშშ დოლარი) დახარჯა, იუწყება ორშაბათს, 1 ივნისს პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის — ნინო ბურჯანაძის პარტია ”ერთიანი დემოკრატიული მოძრაობა” მესამე ადგილზე აღმოჩნდა. მისი დანახარჯები 3 მლნ 480 ათას 749 ლარს (დაახლოებით ა,5 მლნ აშშ დოლარს) შეადგენს.
მმართველ კოალიციაში შემავალმა ”რესპუბლიკურმა პარტიამ” გასულ წელს 1 მლნ 134 ათას 730 ლარი (დაახლოებით 491,2 ათასი აშშ დოლარი) დახარჯა. ორჯერ ნაკლები აქვს დახარჯული თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლია ალასანიას პარტიას ”ჩვენი საქართველო — თავისუფალი დემოკრატები” – 617 ათას 784 ლარი (დაახლოებით 290,8 ათასი აშშ დოლარი).
ხარჯებით ალასანიას პარტიას გაუსწრეს ”საქართველოს გზამ” (თავმჯდომარე თეიმურაზ მურვანიძე) – 1 მილიონ 300 ათას 410 ლარი (დაახლოებით 562,9 ათასი აშშ დოლარი) და ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” (თავმჯდომარე — დავით თარხან-მოურავი) – 687 ათას 971 ლარი (დაახლოებით 297,8 ათასი აშშ დოლარი).
2014 წელს ყველაზე ნაკლები ”რეფორმატორებმა” (თავმჯდომარე — ირაკლი ღლონტი) დახარჯეს — 5 ათას 988 ლარი (დაახლოებით 2,5 ათასი აშშ დოლარი).