მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორად მუშაობასთან დაკავშირებით ისაუბრა

გამოწერა
ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ახალ თანამდებობაზე პირველი ნაბიჯებისა და პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ მისი პოსტზე დანიშვნის თაობაზე ისაუბრა. გასულ შაბათს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ხელი მოაწერა ბრძანებულებას მისი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნის თაობაზე.

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ახალ თანამდებობაზე პირველი ნაბიჯებისა და პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ მისი პოსტზე დანიშვნის თაობაზე ისაუბრა.

გასულ შაბათს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ხელი მოაწერა ბრძანებულებას მისი  ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნის თაობაზე.

„ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია დაწყება, ვინაიდან ოდესის მთელი შავი ზღვისპირეთის ნამდვილ დედაქალაქად გადაქცევის პროცესი იქნება ხანგრძლივი. მთელ შავ ზღვისპირეთში არ მოიძებნება არცერთი ქალაქი, რომელიც პოტენციალით კონკურენციას გაუწევდა ამ შესანიშნავ ქალაქს“, – განაცხადა სააკაშვილმა შაბათს ოდესაში, როდესაც პრეზიდენტმა პოროშენკომ ის ოდესის ოლქის ახალი გუბერნატორის რანგში წარადგინა. 

სააკაშვილმა საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც 2013 წლის ნოემბერში ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მას დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში, მათ შორისაა სახელმწიფოს კუთვნილი 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხის პირადი საჭიროებისთვის გახარჯვა. 2015 წლის თებერვალში სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. 


ყველა ახალი ამბავი
0