მატვიენკო: სააკაშვილის დანიშვნაზე ყურადღება ზედმეტად გამახვილდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშივალენტინა მატვიენკო
ვალენტინა მატვიენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაბათს, 30 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა და ოდესელ თანამდებობის პირებს წარუდგინა.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო კოლეგებს მოუწოდებს, დიდად არ გაამახვილონ ყურადღება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნის ფაქტზე, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

შაბათს, 30 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა და ოდესელ თანამდებობის პირებს წარუდგინა.

„მეჩვენება, რომ ჭარბ ყურადღებას ვუთმობთ სააკაშვილს (დანიშვნას). ის ასეთ ყურადღებას არ იმსახურებს“, – განაცხადა მატვიენკომ ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობამ შეაფასა, სადაც მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. „მივანიჭოთ ამას (გუბერნატორად დანიშვნას, – რედ.) მნიშვნელობა, სერიოზული უაზრობაა. აბსურდის თეატრი გრძელდება“, – დაამატა სენატორმა ქალბატონმა. 


ყველა ახალი ამბავი
0