თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სერბეთის პირველი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი — ივიცა დაჩიჩი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს, 1 ივნისს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დაჩიჩი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახური.
შეხვედრისას მხარეები განიხილავენ ეუთო–სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას. დაჩიჩი ასევე მოინახულებს წეროვანის დევნილთა დასახლებას. გარდა ამისა, იგეგმება საქართველოსა და სერბეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვა. ორი ქვეყნის საგარეო უწყების პირველი პირები ხელს მოაწერენ შეთანხმებას დიპლომატიური და სამსახურებრივი/ ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღებისგან გათავისუფლების შესახებ.