საქართველოს შს სამინისტრო სააკაშვილის თვალთვალის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორია. ამ ფაქტთან დაკავშირებით მან დაჩქარებული წესით უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ უარყო ქვეყნის ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ შსს-ს სახელმწიფო უშიშროების სამსახური მას უთვალთვალებს.

როგორც სააკაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ის ეთერში განაცხადა, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსანი მას სხვადასხვა ქვეყანაში უთვალთვალებდა იმ დრომდე, ვიდრე თავად არ დააკავეს. ამასთან სააკაშვილს არ დაუზუსტებია, რომელ ქვეყანაში მოხდა ეს დაკავება.

”არ მიმაჩნია, რომ ეს სერიოზული განცხადებაა. ეს უფრო ხუმრობას ჰგავს, რომელიც ჟურნალისტებმა სერიოზულად მიიღეს. მე გამოვრიცხავ ასეთ ფაქტს და ვფიქრობ, რომ იურისტების გარეშეც გასაგებია, რომ ქართულ სპეცსამსახურებს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედების უფლება არა აქვთ, რაზეც სააკაშვილი საუბრობს”, — განაცხადა თალაკვაძემ.

ამჟამად სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორია. ამასთან დაკავშირებით მან დაჩქარებული წესით უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2014 წელს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი სააკაშვილს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში. ესენია: სახელმწიფოს კუთვნილი 8.8 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხის პირადი საჭიროებისთვის გახარჯვა, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, საქართველოს პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე შეიარაღებული თავდასხმა და „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა 2006 წელს. 

საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა გამოაცხადა და ასევე დაიწყო მისი საეთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცედურები. ქართულმა მხარემ არაერთხელ მიმართა უკრაინის ხელისუფლებას მისი ექსტრადირების მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 


ყველა ახალი ამბავი
0