აჭარის მაღალმთიანეთში ინდოეთის მოქალაქეები გადაარჩინეს

© photo: Sputnik112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამი ყმაწვილის და ორი გოგონას გადარჩენის ოპერაცია ორი საათი გაგრძელდა, აცხადებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცენტრში ”112”.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. მაშველებმა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ხუთი სტუდენტი, ინდოეთის მოქალაქეები უვნებლები იპოვეს. ისინი ორშაბათს, 1 ივნისს აჭარაში, მაღალმთიანი ხულოს რაიონში დაიკარგნენ.

სამი ყმაწვილის და ორი გოგონას გადარჩენის ოპერაცია ორი საათი გაგრძელდა, განაცხადეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცენტრში ”112”. 

”დაახლოებით 06:00 საათზე შემოვიდა განცხადება, რომ ხუთი ინდოელი დაიკარგა. მთებში ნისლი იყო. ისინი გოდერძის უღელტეხილის ახლომდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ”, — აღნიშნულია განცხადებაში.


ყველა ახალი ამბავი
0