მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ერაყში ავტომანქანის აფეთქებისას 35–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

© photo: Sputnik / Talgat Kaliev / გადასვლა მედიაბანკშიამერიკული ტექნიკა ერაყში
ამერიკული ტექნიკა ერაყში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერაყში სამხედრო ბაზასთან აფეთქებისას 35–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აფეთქების შედეგად 25 ძალოვანი დაშავდა, განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა. მომხდართან დაკავშირებით სხვა გარემოებებს გამოძიება ადგენს.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ავტომანქანა დასავლეთ ერაყის პროვინცია ანბარის სამხედრო ბაზის მახლობლად აფეთქდა, რის შედეგადაც უსაფრთხოების ძალების 38 წარმომადგენელი დაიღუპა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“  სააგენტო სინჰუა – ზე დაყრდნობით.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, 25–მა ძალოვანმა მიიღო დაზიანება აფეთქების შედეგად. მიმდინარეობს სხვა გარემოებების დადგენა.

ამ დრომდე მომხდარზე პასუხისმგებლობა რეგიონში მოქმედ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია საკუთარ თავზე.

ერაყში კვლავ არასტაბილური მდგომარეობაა, რომელიც ძირითადად „ისლამური სახელმწიფოს“ „ალ–ქაიდასთან“ დაკავშირებული რადიკალური დაჯგუფების ბოევიკთა  მსხვილმასშტაბიანი შეტევითაა განპირობებული. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ძალა სირიაში მოქმედებისას მოიკრიბა, სადაც სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა და ყველაზე  სასტიკი დაჯგუფების რეპუტაცია მოიპოვა. ბოევიკთა მოქმედებების შედეგად დაიღუპა რამდენიმე ათასი მშვიდობიანი მოქალაქე, ასობით ათასი ლტოლვილად იქცა და კიდევ რამდენიმე ათასი ტყვედ ჩავარდა. 


ყველა ახალი ამბავი
0