თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. მოსკოვი ძალზე იმედგაცრუებულია ევროკავშირის მოქალაქეებთან მიმართებაში არსებულ რუსულ „შავ სია“–სთან დაკავშირებით ევროპელი პარტნიორების საპასუხო ქმედებებით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსეი მეშკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„მე ძალზე იმედგაცრუებული ვარ მოკოვში ჩვენი ევროპელი პარტნიორების ქმედებებით. რა თქმა უნდა, წესიერება არ არის პოლიტიკური კატეგორია, მაგრამ ხალხი უკვე ყველა ზღვარს გადადის, რაც იმედგაცრუების გარდა არაფერს იწვევს. შეუძლებელია ენდო ასეთ პარტნიორს“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.