„ქართული ოცნება“ შუალედურ არჩევნებში იმარჯვებს

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სენაკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში კვირას, 31 მაისს შუალედური არჩევნები ჩატარდა. სამ საარჩევნო უბანზე ხმა 2 467 ადამიანმა მისცა.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასრულა სენაკისა და ზუგდიდის საკრებულოებში გამართული შუალედურ არჩევნებში მიცემული ხმების დათვლის პროცედურები, იუწყება ცსკო ორშაბათს, 1 ივნისს.

სენაკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები კვირას, 31 მაისს ჩატარდა. სამ საარჩევნო უბანზე ხმა 2 467 ადამიანმა მისცა. 

წინასწარი მონაცემებით, სენაკის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: 470 ხმა (49.16%) – „ქართული ოცნების“ კანდიდატი მალხაზ ტორჩინავა, 225 ხმა (23.54%) – საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი კაპინონ ტორჩინავა, 170 ხმა (17,78%)  – „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი ემალი ყურაშვილი, 91 ხმა (9,52%) – „ნაციონალური მოძრაობის“  კანდიდატი ხვიჩა სანაია. 

რაც შეეხება ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქს: „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვასილ გაბისონიამ მოაგროვა 410  ხმა (57,02%), „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა კობა სუბელიანმა  – 305 ხმა (42,42%), „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა ბაჩუკი ნარუშვილმა კი 4 ხმა (0,56%).

 


ყველა ახალი ამბავი
0