თბილისი, 1 ივნისი Sputnik. – საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი თოომას ჰენდრიკ ილვესი (Toomas Hendrik Ilves) ოფიციალური ვიზიტით 2–3 ივნისს ეწვევა, განაცხადა ორშაბათს, 1 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურმა.
„ესტონეთის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ–მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ესტონეთის პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოში ბოლოს 2011 წელს, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის პერიოდში იმყოფებოდა.