მედვედევი სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნაზე: "შაპიტო შოუ"

© photo: Sputnik / Екатерина Штукина / გადასვლა მედიაბანკშიდიმიტრი მედვედევი
დიმიტრი მედვედევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაბათს, უკარინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, ხელი მოაწერა მის დანიშვნას ოდესის გუბერნატორად და ოდესელ ჩინოვნიკებს წარუდგინა.

მოსკოვი, 30 მაისი — Sputnik. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა თანაგრძნობა გამოუცხადა უკრაინას, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. 

 „სააკაშვილი ოდესის ოლქის ხელმძღვანელი. შაპიტო-შოუ გრძელდება. უბედური უკრაინა…“, დაწერა მედვედევმა თავის მიკრობლოგში Twitter —ზე.

 შაბათს, უკარინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, ხელი მოაწერა მის დანიშვნას ოდესის გუბერნატორად და ოდესელ ჩინოვნიკებს წარუდგინა. 

 სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის არჩევის შემდეგ. 

 საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მას დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე. მათ შორის დაახლოებით 5 მილიონი დოლარის პირადი საჭიროებისათვის დახარჯვაზე. მოგვიანებით სააკაშვილზე საქართველოში ძებნა გამოცხადდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0