მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ოდესელებმა სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით ქალაქში ჰალსტუხები გამოფინეს

© photo: Sputnik / Николай Лазаренко / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაბათს უკარინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, ხელი მოაწერა მის დანიშვნას ოდესის გუბერნატორად და ოდესელ ჩინოვნიკებს წარუდგინა.

კიევი, 30 მაისი — Sputnik. შაბათს, ოდესელმა აქტივისტებმა, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოდესის  საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის მეთაურად დანიშვნასთან დაკავშირებით, აქცია გამართეს. აქტივისტებმა ქალაქის სხვადასხვა რაიონებში ჰალსტუხები გამოფინეს წარწერით „მიშასათვის“, — იტყობინება ახალი ამბების ტელეარხ „24“-ის ვებ გვერდი. 

შაბათს, უკარინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, ხელი მოაწერა მის დანიშვნას ოდესის გუბერნატორად და ოდესელ ჩინოვნიკებს წარუდგინა.

„ოდესელმა აქტივისტებმა ოდესის სხვადასხვა რაიონში „მიშასთვის“ წარწერის მქონე ჰალსტუხების გამოფენით ფლეშმობი გამართეს“- იტყობინება ტელეარხის ვებ გვერდი და გვერდზევე აქვს განთავსებული ფოტოები, რომელზეც გამოსახულია ოდესის სხვადასხვა ადგილას ძეგლებზე,  ბოძებსა და ხეებზე ჩამოკიდებული ჰალსტუხები. 

შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს BBC —მ თავის სატელევიზიო ეთერში აჩვენა კადრები, სადაც მიხელი სააკაშვილი საერთაშორისო შეხვედრაზე თავის ჰალსტუხს ღეჭავს. ეს ინციდენტი იუმორის საგნად იქცა, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".


ყველა ახალი ამბავი
0