საქართველოში ISAF-ის მისიაში მონაწილეობის ხუთი წელი შეაჯამეს

© facebook.com/mod.gov.geქართულ-ამერიკული სწავლებები
ქართულ-ამერიკული სწავლებები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველი ჯარისკაცემის ავღანეთში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს თემა დისკუსიების საგანი უნდა გახდეს.

 

 

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ქართველი ჯარისკაცები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ყველაზე მაღალ შეფასებას იმსახურებენ. ამის შესახებ მან კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიაში ხუთწლიანი მონაწილეობის შეჯამების საკითხებს მიეძღვნა.

 კონფერენცია „საქართველოს შეიარაღებული ძალების ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის ხუთი წლის შეჯამების“ შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. კონფერენციაში თავდაცვის მინისტრის გარდა ასევე მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

 თინათინ ხიდაშელის თქმით, ასეთი ღონისძიებები მომავალშიც უნდა ჩატარდეს. თავდაცვის მინისტრმა ქართველი ჯარისკაცემის ავღანეთში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს თემა დისკუსიების საგანი უნდა გახდეს. მან ყურადღება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმის ამაღლებაზე გაამახვილა. 

 გარდა უწყების მაღალჩინოსნებისა და გენერალური შტაბის ოფიცრებისა, ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები. 

 მოხსენება ავღანეთში ISAF-ის საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის შეფასების შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ქვედანაყოფმა — საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველომ მოამზადა.


ყველა ახალი ამბავი
0